ლევან ნატროშვილი:    სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს საზღვარი

ლევან ნატროშვილი: სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს საზღვარი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს საზღვრები. ძალადობა დანაშაულია და ეს ყველა ჯგუფს ეხება. ყველამ თავი უნდა შეიკავოს კანონის დარღვევისგან. მშვიდობიან პროტესტს უფრო დიდი ძალა აქვს და ნუ მოახდენთ მის დისკრედიტაციას!