შეიძლება ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროვოკაციაა

შეიძლება ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროვოკაციაა

ხათუნა ჟორდანიას გამოხმაურება პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და ასამბლეას უძღვებოდა.

“ის, რაც დღეს ვიხილე პარლამენტში, იყო ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ჩემთვის და მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. დაუშვებელია იმ დარბაზში, რომელშიც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სხდომა მიჰყავდეს ოკუპანთა შორის ყველაზე ექსტრემისტულად განწყობილ დეპუტატს. მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რუსეთი ოკუპანტია!

ძალიან გულუბრყვილო ვარ, შეიძლება, მაგრამ, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი, მიზანმიმართული პროვოკაციაა, ერთი მცირე ჯგუფის მიერ , დანარჩენი პარლამენტარების და მთავრობის მიმართ” – წერს ხათუნა ჟორდანია.