პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"როდესაც ხალხი არის მონა, ასე ხდება. ბიძინეს რომ არ დაეგმო ღორი გავრილოვის საქციელი, ახლა ქოცები ტაკოებით იქნებოდნენ მასზე აფარებული. ის გამახსენდა, ნაცების დროს რომ რუსებისთვის ეკონომიკური ობიექტების მიყიდვას კბილებით იცავდნენ.
მაგრამ საზოგადოება ამ, იმ თუ რაღაც სხვა მიზეზით მკვეთრად უარყოფითად შეხვდა ამ ამბავს. შესაბამისად, ხიხომ რომ დაინახა ხეირი არ იყო, პროტესტის ტალღას შეახტა.
ჯერ არ არის ამის დროო, დაასკვნა ანაკონდამ, ჯერ ცოცხლები ვართ. ჯერ ადრეა მსხვერპლის გადაყლაპვა, პუტინისთვის ლანგარზე ირთმევა, უფრო ზუსტად. იმედია, უსასტიკესად დასჯიან პარლამენტის დარაჯს და სხდომათა დარბაზის დამლაგებელს...", - წერს გამსახურდია