კობახიძე ამ დარბაზში თუ შემოვა, რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება, მიკროფონი მაგალითად

კობახიძე ამ დარბაზში თუ შემოვა, რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება, მიკროფონი მაგალითად

უადგილოა საუბარი ყველაფერზე გარდა ერთისა, უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც კონსოლიდირებული, სულში ჩააფურთხეს ყველას, მათ შორის თქვენც, თქვენი ტელევიზიის მაყურებლებსაც, მეც, ყველას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ.

„ან ეროვნულ ღირსებას ვიცავთ, ან ვამბობთ რომ კი ბატონო, ქართველი ჯარისკაცების ხოცვაში ამოსვრილი სისხლიანი ხელებით, ბატონი გავრილოვი მოვიდა, წამოსკუპდა და წამოასკუპა კობახიძე-ივანიშილმა სავარძელში და აქ სისხლიან ხელებს აჭერდა. თან სად, ხომ გააჩნია სად - საპარლამენტო სხდომათა დარბაზში, რომელიც ამიერიდან აღარ არის სხდომათა დარბაზი, კონკრეტულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ივანიშვილი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აქამდეც უნდა გადამდგარიყო. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში ვეღარ შევა.

„კობახიძის პასუხი ვიცით უკვე, მაგრამ კობახიძე ამ დარბაზში ვეღარ შემოვა და თუ შემოვა, ყველაფერი რაც კი ხელთ მომხვდება მე პირადად, თავში მოხვდება, ეს მიკროფონიც მაგალითად", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სოციალისტი კობახიძე რატომ ვითომ?! კობახიძემ ჩამოიყვანა ეს გავრილოვი, კობახიძემ მოიწვია?! კობახიძემ აირჩია ანსამბლეის თავმჯდომარედ?! მოკლედ გეკითხებით რა დააშავა კობახიძემ?! ვფიქრობ კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანი და გინდათ ჯერ ის დაამხოთ, და მერ ბიძინას მიდგებით! თქვენი, ბოკერიას, ევროპული საქართველოს ნახიმანდრალია ეს ყველაფერი. ამას ბავშვიც კი მიხვდება!!!
6 წლის უკან