"ამ ბოლო დროს მონური ბუნება დაგვჩემდა ძლიერის წინაშე”

"ქართველთა მოძულე გავრილოვი რომ საქართველოს პარლამენტში ტრიბუნას იკავებს ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და ვინც ეს დაუშვა მკაცრად უნდა დაისაჯოს"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

"ამ ბოლო დროს მონური ბუნება დაგვჩემდა ძლიერის წინაშე, რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენი მეზობელია, ეს არის სისუსტის გამოვლინება. ის რაც პარლამენტში მოხდა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება,

"ყველა ტრიბუნა გამოიყენო და ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავოს ქართველთმოძულე გავრილოვმა, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რა მოხდა და ვინც ეს დაუშვა, მკაცრად უნდა დაისაჯოს. ხალხმა უნდა გაიგოს ვინ არის დამნაშავე და როგორ დაისაჯა" - აცხადებს "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილი.