“მომწონს” და მახსოვს წაგებული ომი ტაშ-ფანდურით, რომ აღნიშნეს და მტრის ტყვიით დახოცილი ქართველები, რომ მიატოვეს”   (ვიდეო)

“მომწონს” და მახსოვს წაგებული ომი ტაშ-ფანდურით, რომ აღნიშნეს და მტრის ტყვიით დახოცილი ქართველები, რომ მიატოვეს” (ვიდეო)

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და იხსენებს 2008 წლის ომისდროინდელ მდგომარეობას.

“მე მაინც ის პერიოდი “მომწონს” 6 აგვისტოს ომი რომ დაიწყო და 8 აგვისტომდე ტაშ-ფანდური იყო, ვითომც არაფერი ხდებოდა… ის დრო “მომწონს”, წაგებული ომი კონცერტით რომ აღინიშნა და ხმა ვერავინ ამოიღო, იცეკვეს, იმღერეს, დაიჯერეს და დააჯერეს… ის დრო “მომწონს”, პირტიტველა ქართველები, მტრის ტყვიით დახოცილები, რომ მიატოვეს და მღვდლები რომ არა, ვერასდროს დაიმარხებოდნენ საგვარეულო საძვალეში… და დღეს ის “მომწონს”, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რიგში მდგომნი რომ ოკუპაციაზე საუბრობენ…” – წერს დარეჯან მეფარიშვილი

იხილეთ 2014 წელს გაკეთებული იმედის სიუჟეტი 2008 წლის ომში დაკარგულ ჯარისკაცებზე: