“ბოკერია, გვარამია და მათი ხროვა ცდილობს, რომ ხალხში დაპირისპირების მუხტი გაამწვავოს”

“ბოკერია, გვარამია და მათი ხროვა ცდილობს, რომ ხალხში დაპირისპირების მუხტი გაამწვავოს”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

“ბოკერიამ, გვარამიამ და მათმა ხროვამ, ძალიან კარგად იციან, რომ მათ მიერ გახმიანებული ნებისმიერი, თუნდაც ქვეყნისთვის უაღრესად საჭირბოროტო წინადადება, ხალხში საშინელ ანტიპატიას იწვევს და დაპირისპირების მუხტს ამწვავებს.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან და დასავლური, ცივილური ურთიერთობების დასამკვიდრებლად თავიანთ გამაღიზიანებლად მდარე “კაჩაობით” საზოგადოების გაღიზიანებას და ევროპული სტრუქტურების თვალში ქართველების იმ ბნელ, განუვითარებელ ხალხად წარმოჩენას ახდენენ, რომელთა “გადარჩენა” მხოლოდ მათ შეუძლიათ.

სამწუხაროდ მედიასთან ჯანსაღ კომუნიკაციას მოკლებული საზოგადოება, ჩავარდნილი კოლექტიური თავკერძა ქუცნების ხელში. იმ ქუცნების, რომლებიც თავიანთი უვიწროესი აზროვნების ნაყოფებს, ძალიან სულელურად ახორციელებენ.

ამ მარაზმში კი ხალხი – ის, შენ და მე ვიჭყლიტებით” – წერს გია გაბრიჭიძე.