ქუცნაშვილი: ჯობდა, სხდომისთვის სხვა ადგილი შეგვერჩია, კარგად ვერ გავთვალეთ, ჩვენი ბრალია

ქუცნაშვილი: ჯობდა, სხდომისთვის სხვა ადგილი შეგვერჩია, კარგად ვერ გავთვალეთ, ჩვენი ბრალია

ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ჯობდა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომისთვის სხვა ადგილი შეერჩიათ. ამის შესახებ ქუცნაშვილმა პარლამენტში განაცხადა და ბოდიში მოუხადა ასამბლეის სტუმრებს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ ჯობდა, ამ სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, შესაბამისად, არ იყო კარგად გათვლილი. ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან. ასამბლეა სხვა ადგილას გააგრძელებს მუშაობას" - თქვა ქუცნაშვილმა.

უ ც ხ ო :
ძალიან ქ უ ც ნ ა უ რ ი ამბავია!.. სკანდალური და სამარცხვინო.
6 წლის უკან