"ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი"

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება 

მიუღებელია რაც ეხლა ხდება საქართველოს პარლამენტში. ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი და არ მართლდება არანაირი რაციონალური არგუმენტებით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო! როგორც უმრავლესობის წევრი ძალიან ვწუხვარ რომ ეს დავუშვით, ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას