ზაზა გაბუნია: სირცხვილი, რაც დღეს მოხდა!

ზაზა გაბუნია: სირცხვილი, რაც დღეს მოხდა!

პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს მოხდა!

მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყონებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან წასვლას!