გიორგი მარგველაშვილი:

გიორგი მარგველაშვილი: "40 წელი ლევან ვასაძეს არავინ დაუჩაგრავს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების დაცვის საჭიროებას ხედავს და განმარტავს, რომ ამ სიტუაციაში ის პოლიციის მხარეს დადგებოდა.

„პრაიდზე ჩემი მისვლა ტყუილი იქნებოდა, რადგან არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. ამიტომ, მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც პრაიდს იცავს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას“, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზების.

„40 წელი ერთად გავატარეთ ცხოვრებაში და მას არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ ჩაუდენია. ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის ლგბტ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზებას, ერთმანეთს დავარქმევთ კოშმარულ სახელებს, ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით, როდესაც ქრისტიანობაში საერთოდ არაფერი წერია ამის შესახებ და მეორენი ამას გავაკეთებთ თავისუფლების, ლიბერალიზმის სახელით და შევეცდებით შევიზიზღოთ განსხვავებული - ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზა“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

სოციალისტი ქრისტიანობაში (ოთხთავზე გეუბნები) რატომ არ წერია ამის შესახებ ამაზე რაიმე ეჭვი არ გიჩნდება?! ამასაც ფილოსოფოს ქვია?!
6 წლის უკან
სოციალისტი ქრისტიანობაში (ოთხთავზე გეუბნები) რატომ არ წერია ამის შესახებ ამაზე რაიმე ეჭვი არ გიჩნდება?! ამასაც ფილოსოფოს ქვია?!
6 წლის უკან