დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

დავით სერგეენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სერგეენკომ ინფორმაცია თავად დაადასტურა.

მისი თქმით, განცხადებას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გააკეთებს.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.