“ეს 9 ნომერი ფარისეველი ქაჯი”

“ეს 9 ნომერი ფარისეველი ქაჯი”

 “მოწმენდილ ცაზე ვასაძისგან კეთდება პონტი, თავისი მთავრობის წამქეზებლური და დანაშაულებრივი ნეიტრალიტეტით, მედია ისტერიკით, ეკლესიის მობილიზაციით და ბნელი მარგინალების გაერთიანებით.

რა ვიცი, დაფიქრებადაც თუ არ ღირს, რა როლი გვაქვს ჩვენ ამ ყველაფერში, კი ბატონო, ნუ დავფიქრდებით. ისე, მოცალეობის ჟამს, გადახედეთ ფბს და მედიას და ვინაა ნარატივის მთავარი ვისთვის ანტი ვისთვის გმირი, გამოთვალეთ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

გვარამიას ეს განცხადება “ტაბულას” დამფუძნებელმა, ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ასე შეაფასა:

“ეს 9 ნომერი ფარისეველი ქაჯი. ბადრი პატარკაციშვილის “იმედზე” უარესია რასაც დღეს “რუსთავი 2″ აკეთებს. ერთადერთი, გავლენა აქვს ნაკლები და ეს კარგია!”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ლგბტქი აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეიპრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

შეგახსენებთ, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე ლგბტქი პირებმა საჯაროდ არ აღნიშნეს და 18-23 ივნისს კვირეულის, „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას გეგმავენ.