ტრენერთა ასოციაციის მიერ 29 ივნისს 12.:00 საათზე გაიმართება კონფერენცია „ინოვაციები და ტექნოლოგები არაფორმალურ განათლებაში“, რომელსაც 180-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.
ღონისძიებას უმასპინძლებს ტექნოპარკი. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების როლი არაფორმალურ განათლებაში, თუ სად იმყოფება ამ კუთხით საქართველო, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რომელი წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება უნდა გაიზიაროს მან არაფორმალური განათლების სექტორში მეტი წინსვლისთვის. მონაწილეები ამ საკითხებზე მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ამ სფეროში მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტებისგან.
კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან სპიკერები სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც უსაუბრებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე არაფორმალურ განათლებაში საკუთარი სექტორის პერსპექტივიდან.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ტრენდებს, პრაქტიკულ მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებიც არაფორმალურ სწავლებაში ინერგება.