რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მას მოუწევს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“კარასინს კრემლის ნარატივი აქვს. მას ახალი არაფერი უთქვამს და უახლოეს მომავალში არც ველოდებით, რომ რუსული ნარატივი ნატო-სა და საქართველოს მიმართ შეიცვლება. რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მას მოუწევს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური უსაფრთხო, რაც რუსეთის ინტერესშივე შედის. ნატო-ს გაფართოების ბოლო ნაკადიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საუკეთესო გზა. ამიტომ რუსეთი ამას უნდა შეეგოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მერე, ჩვენ რომ გვეუბნები, პუტინს უთხარი ეს!.. მაგრამ იქ ჩასვლა თქვენ არ გინდათ, აქაურ თქვენს განცხადებებეს კიდევ ის ვერ კითხულობს და რა ქნას, თორემ უკვე შეგუებული იქნებოდა ამ ამბავს :)