კვირიკაშვილიც აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გადადგა... -

კვირიკაშვილიც აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გადადგა... -

„როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრებს აშშ-ში ვიზიტი კარგად არ აქვთ დაცდილი. კვირიკაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა - როგორც კი აშშ-დან დაბრუნდა, მალევე თანამდებობა დატოვა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ბახტაძემ თანამდებობა დატოვოს, პრემიერის პოსტი კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაიკავოს.

„ზოგადად, პოლიტიკური პროცესი მოითხოვდა ცვლილებებს. ანუ, პოლიტიკური ლოგიკით, პარლამენტში ახალი პროცესის ჩამოყალიბებას, ანალოგიურ პროცესებს მთავრობაში. იგივე ლოგიკა მოითხოვდა, რომ „ოცნებას“ მიზნად დაესახა დაედო ახალი პროგრამები; ამ პროგარმებით და ახალი სახეებით წარმდგარიყო მომავალ არჩევნებზე.

„პარლამენტში თითქოსდა დაიწყო ახალი პროცესები, მაგარამ ვერ დასრულდა. არც ახალი სახეები ჩანს და არც ახალი პრგრამები. ეს ლოგიკა დაირღვა და  რჩება მხოლოდ ივანიშვილის ლოგიკა, რომელიც ჩემთვის გაუგებარია - რატომ ნიშნავს ან რატომ ცვლის პრემიერებს. ივანიშვილს თუ საერთოდ რაიმე სტრატეგია გააჩნია, ეგეც არ ვიცი, მისეული შეფასების კრიტერიუმები და მოდელი აქვს.

„ზოგადად, პრემიერს სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც არც ბახტაძეს და არც ცქიტიშვილს არ გაჩნია და არც სხვებს. ისევ ივანიშვილს აქვს  ჯერ-ჯერობით რეიტინგი თავის გუნდში, ამიტომ პრემიერი გახდება ცქტიშვილი თუ გახარია, ან ორივე ერთად, ეს რეალობას ვერ შეცვლის და ყველაფერი გაგრძელდება, როგორც ადრე იყო. როგორც ჩანს, პრემიერებს ცუდად აქვთ დაცდილი ამერიკაში ვიზიტი, კვირიკაშვილის  შემთხვევაშიც ასე იყო, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მალევე თანამდებობა დატოვა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.