საპენსიო სისტემა

საპენსიო სისტემა "ევროპული საქართველოს" კიდევ ორმა წევრმა, სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა, დატოვეს

ეს არის ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ - საპენსიო სისტემა "ევროპული საქართველოს" კიდევ ორმა წევრმა, სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა, დატოვეს.

მათი თქმით, მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას ვერ უზრუნველყოფს, დასაქმებულებს კი შემოსავლიდან გარკვეულ პროცენტს ართმევს.

„ყველაზე მეტად მე რაც მაღიზიანებს ამ პროექტში, არის ის, რომ ადამიანებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ეს არის ძალადობა მოქალაქეებზე, ეს არის ხელის ჩაყოფა ჩვენს ჯიბეებში, მაშინ, როდესაც მთავრობა თვითონ ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯიბეში ხელს უყოფ და ორ პროცენტს აცლი,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.