გუბაზ სანიკიძე ლადო კახაძეს მიმართავს და ურჩევს მასთან შეხვედრას მოერიდოს. სანიკიძემ "ქართული ოცნების" ახლადარჩეულ დეპუტატს ბიძინა ივანივილის „არღნის ჩიტი" და „სოლოლაკის ბაზარი ნაყიდი მონა" უწოდა.
გადაცემა "ბარიერში" სანიკიძემ ლადო კახაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც მთაწმინდის ახლადარჩეული დეპუტატი ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძე მამამისს (ლევან სანიკიძეს) არცხვენს.
"ოცნების ახალი სახე არის ლადო კახაძე რომ ყავთ, სოლოლაკის ბაზრობაზე ახალი ნაყიდი მონა ბიძინას მიერ, ჩემზე რომ ლაპარაკობს მამას არცხვენსო. ლადო არა გრცხვენია? პრესტუპნიკების გაყვანილი დეპუტატი ხარ. არ გრცხვენია ამას რომ ლაპარაკობ? და საერთოდ ენა დაიმოკლე როცა მამაჩემს ახსენებ. რა იცი შენ მამაჩემის შესახებ? ერთადერთი ის იცი რომ მისი წიგნებიდან ციტატებს იპარავ და მერე სუფრაზე სადღეგრძელოებში ყვები. დაოკდი. შენი სტატუსი არის არღნის ჩიტობა და გააგრძელე არღნის ჩიტობა. ბიძინას არღნის ჩიტი ხარ შენ.
მეორეჯერ მამაჩემი არ ახსენო და საერთოდ მოერიდე ჩემთან შეხვედრას. ეს ახლად გამოჩეკილი მამლუქი ბიძინასი ესა. უსირცხვილო შენ, როგორ არ გრცხვენია ნამსუზე და ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ. მეშოკივით დაგდეს პარლამენტში. მთელი ხელისუფლება დარბოდა და ძლივს გაგათრიეს", - თქვა "ბარიერში" გუბაზ სანიკიძემ.