პროექტი არ მინახავს, რადგან კობახიძე არ მაღიარებს

პროექტი არ მინახავს, რადგან კობახიძე არ მაღიარებს

სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის" ფინალურ კანონპროექტზე საუბრისას, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პროექტი ჯერ არ უნახავს.

„პროექტი ჯერ არ მინახავს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე ხომ არ მაღიარებს და არცერთ ჩვენგანს არ აღიარებს - დამოუკიდებელ დეპუტატებს. არც ის ახსოვს, რომ რეფორმის მეოთხე ეტაპი 2017 წელს მე დავიწყე პარლამენტში." ამბობს ბესელია

მისივე თქმით, აზრი არ აქვს, როგორი იქნება მექანიზმი, თუ ის იმ ადამიანების ხელშია, რომლებსაც კლანს უწოდებენ.

„ვიდრე იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობის ხელში რჩება დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი, ისინი ნიშნავენ და ისინი ათავისუფლებენ მოსამართლეებს, რა აზრი აქვს როგორი იქნება ეს მექანიზმი, თუ ის იქნება იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც კლანს უწოდებენ და ვის მიმართაც იმედი არ არსებობს. მგონია, რომ ახლა სპეციალურად არის გადადგმული საჩვენებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოსამართლეთა სია, რომელიც უნდა შემოვიდეს 1 თვეში პარლამენტში, ის სია ყველაფრის ფასად იყოს გატანილი. ეს იყო ფასადის შექმნა, რომ რაღაც გავაკეთეთ, დავამშვიდეთ ჩვენი მეგობრები",- განაცხადა ბესელიამ.