"საპატრიარქოს არ აქვს უფლება განსაზღვროს რა საერო აქცია უნდა ჩატარდეს, ან რა - არა"

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნებისმიერი ჩვენგანის გამოხატვის უფლება, რაც კანონუს ფარგლებშია დაშვებული, უნდა იყოს დაცული.

"საპატრიარქოს არ აქვს უფლება განსაზღვროს რა საერო აქცია უნდა ჩატარდეს, ან რა - არა. ამის უფლებას განსაზღვრავს მხოლოდ კანონი, მიუხედავად იმისა, ვის რა აქცია მოგვწონს ან არ მოგვწონს, რა არის მისაღები და რა არ არის.

თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ნებისმიერი ჩვენგანის გამოხატვის უფლება, რაც კანონუს ფარგლებშია დაშვებული, უნდა იყოს დაცული" - წერს გამზარიდია ფეისბუქზე.

ცოტა ხნის წინ საპატრიაქრომ განცხადება გაავრცელე, სადაც ის ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვან LGBT პირების მიერ დაგეგმილი ღონისძიება.

"ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე.წ. გეი პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

უ ც ხ ო :
აჰ, ეგეც ლგბტ-ს პროპაგანდისტია?.. ბრავო!..

რუსულ პროპაგანდას რომ სახელმწიფო დონეზე ებრძვიან - გასაგებია, მაგრამ ლგბტ-ს პროპაგანდისტი რითი სჯობია პუტინის პროპაგანდისტს, ესაა საინტერესო!
6 წლის უკან