"არ ვედრები არავის, მაგრამ ზელენსკის გაგახსენებთ, შვარცნეგერს და რეიგანსაც"

მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც 12 ივნისს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა, აცხადებს, რომ მომღერლები და მსახიობები პოლიტიკაში ხშირად მიდიან და წარმატებულებიც არიან. "არ ვედრები არავის, მაგრამ ზელენსკის გაგახსენებთ, შვარცნეგერს, რეიგანს გაგახსენებთ" - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ზურა ხაჩიძემ.