რომელი გირჩევნიათ, კუნთმაგარი, ჯანიანი გოგონები, თუ ჰოლივუდის გამხდარი ფეიკ-მაშველები?

რომელი გირჩევნიათ, კუნთმაგარი, ჯანიანი გოგონები, თუ ჰოლივუდის გამხდარი ფეიკ-მაშველები?

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველების გამოჩენასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის ქილიკს ეხმიანება.

“რომელი გირჩევნიათ, კუნთმაგარი, ჯანიანი გოგონები, რომლებიც დახრჩობისგან გადაგარჩენენ, თუ ”კუპალნიკებიანი”, ჰოლივუდის გამხდარი მოდელები, ფეიკ-მაშველები? დიდი ჟრიამული ამტყდარა დღეს ქვეყანაში მაშველ ქალთა ჯგუფის გამოჩენისას.

ქალებმა რომ ქმრებს ღიპების ზომის სტანდარტი დაუდგინონ, როგორი იქნება? მეც გამიჭირდება ”სტანდარტის” დაცვა. ასე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში.

მაშველების ამბავი სასაცილო ნამდვილად არ არის”– წერს გოცირიძე ფეისბუქში.