ბიძინა ივანიშვილი პოზიციას კი არ იცვლის, ხალხს ცვლის იმის მიხედვით, ვინ რისთვის სჭირდება ამა თუ იმ ეტაპზე – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ,,დავიღალე უფასო რჩევების მოცემით, მაგრამ ამ ერთხელაც არ დაგზარდებით” – წერს ჟურნალისტი
,,ბიძინა ივანიშვილი პოზიციას იცვლისო, – ახლა თქვა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა.
დავიღალე უფასო რჩევების მოცემით, მაგრამ ამ ერთხელაც არ დაგზარდებით:
ბიძინა ივანიშვილი პოზიციას კი არ იცვლის, ხალხს ცვლის იმის მიხედვით, ვინ რისთვის სჭირდება ამა თუ იმ ეტაპზე.
დააკვირდით:
2011-12 წლებში ივანიშვილის მიზანი იყო სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და სჭირდებოდა რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი და თავისუფალი დემოკრატები… ერთხელ თქვა კიდეც, “ნახეთ, რა კარგად გამოვიყენეო”, ამ პარტიების ლიდერებს კი თავი ივანიშვილის თანასწორად წარმოედგინათ, რაც კატასტროფული შეცდომა იყო მათთვის.
2016 წელს სხვა მიზანი გაჩნდა – საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც ძველი “პარტნიორები” არ გამოადგებოდა და ჩაანაცვლა კობახიძით და კომპანიით. თუ გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნებაო. ჰქონდათ კიდეც, სანამ სჭირდებოდა.
2020 წლისთვის რა მიზანიც ექნება, იმის მიხედვით შეარჩევს კონტინგენტს.
ამიტომ, ყურადღებით მოუსმინეთ მის განცხადებებს და კარგად დაუკვირდით.
როგორ ვხვდები ივანიშვილის მოქმედების ფორმულას?!
როგორ და მარტივად:
ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი ადამიანია და გულწრფელად ლაპარაკობს. მეც თავისუფალი დამიანი ვარ და გულწრფელად ვწერ.
საერთოდ, თავისუფლებას განაპირობებს დიდი ფული ან… უფულობა!
- S. დაბოლოს: ბიძინა ივანიშვილი პატივს არ სცემს ადამიანებს, ვინც მზად არის, იაფად მიეყიდოს.
გულს ნუ დაიმშვიდებთ, – არც მეძვირეები უყვარს.
იცოდეთ თქვენი თავის ფასი! ” – წერს ბონდო მძინარაშვილი