საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნებზე საკუთარი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული წარადგინა.
სიის პირველი ნომერი თვითონ სააკაშვილია, მეორე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, მესამე - პარლამენტის ყოფილი წევრი ოლეს დონი, მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ლანოვოია.
9 ივნისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.