“აშშ-მ ჯერ შევარდნაძე გააფრთხილა 2002 წელს, მერე მიშა და ახლა ბიძინას დროც მოვიდა”

“აშშ-მ ჯერ შევარდნაძე გააფრთხილა 2002 წელს, მერე მიშა და ახლა ბიძინას დროც მოვიდა”

"უაღრესად კმაყოფილები ვართ ამ გზავნილით, ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან - მივიღოთ რეალური და ნამდვილი შედეგები 2020 წლის არჩევნებზე. დასავლეთი თვალს არ დახუჭავს დარღვევებზე, რაც ძალიან კარგია. საქართველოში ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს გაყალბებები.

"ხელისუფლებას თავადაც უნდა აწყობდეს დათანხმდეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას, იმის შანსი მაინც ექნება, ოპოზიციაში დარჩეს" - ასე ეხმიანება "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციის განცხადებას, რომ ყველა კანონეირი გზით ეცდება ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვტილებამდე მიიყვანოს.

"ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს. აშშ ძალიან იშვიათად აკეთებს კატეგორიულ მიმართვებს. ერთი ასეთი განცხადება იყო 2002 წელს შევარდნაძის და ბეიკერის დროს. მერე მიშაც გააფრთხილეს და ახლა ბიძინას დრო მოვიდა.

"სამი გზავნილიდან ერთი, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემას, საქართველოში სასმართლო სისტემა არც შევარდნაძის დროს იყო, არც მიშას და არც ახლა ივანიშივლის დროს. იყო მხოლოდ ფსევდორეფორმები.

"ანაკლიiს პორტთან დაკავშირებით, რომ იტყვიან დეპეშას ჩამოასწროო ისეთი სისწრაფით მოვიდა ეს გზავნილი და აგერ უკვე ანაკლის პორტს 6 თვით გადაუვადეს ვალდებულება.

"რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გზავნილს, ჩვენ უაღრესად კმაყოიფლები ვართ და უკვე გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან - 2020 წელს რეალური და ნამდვილი შედეგების მივიღოთ. დასავლეთი თვალს არ დახუჭავს დარღვევებზე, რაც ძალიან კარგია.

"თუ ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და გაჯიქდება, მით უარესი მისთვის.

"ისე, ხელისუფლება რაც უფრო ძლიერია, აწყობს დემოკრატიული ელემენტები. ამიტომ "ოცნებას" უნდა აწყობდეს პროპორიციული სისტემით არჩევნების ჩატარება, იმის შანსი მაინც ექნება ოპოზიციაში დარჩეს.

"რაც შეეხება ოპოზიციას, მიშასაც ესმის, რომ მარტო დამარცხდება, ისე როგორც "ევროპულ საქართველოს", ამიტომ საჭიროა ოპოზიციური ძალების კოორდინაცია" - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სოციალისტი აბა დავით, დაასახელე საქართველოს რომელიმე კუთხე, სოფელი, რაიონი, ქალაქი, ან უბანი ქალაქში სადაც მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებ და შეხვალ პარლამენტში?! ჰე, აბა თქვი სად გავს მოლოდინი, რომ მოწინააღმდეგედ ტაბურეტკა დაგიყენონ შენ იმას არჩევნებს მოუგებ?! აი შენ, შენ ძმას, ბოკერიას, მელიას, გოცირიძე რომანს, დაკიდევ მრავალ შენნაირს ამიტომ არ გინდათ მაჟორიტარული არჩევნები! იცით, რომ მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ვერასდროს ეღირსებით სადმე არჩევას!
6 წლის უკან
Maverick რაც არ უნდა იხვარხვალო შენ ვეღარასოდეს გაძვრები!
6 წლის უკან