“ქართული ოცნების“ გარდა, ყველა თანხმდება, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს

“ქართული ოცნების“ გარდა, ყველა თანხმდება, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს"

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ქართული ოცნების“ გარდა, ყველა თანხმდება, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, მაშინ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა აზრს კარგავს.

“ქართული ოცნების“ გარდა აბსოლუტურად ყველა თანხმდება, რომ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის.

თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ჯიუტად თავი აარიდოს ამ რეფორმის განხორციელებას, შესაძლოა, ამ ფორმატში მონაწილეობამაც დაკარგოს აზრი ჩვენი მხრიდან.

არ ვიცით ხელისუფლება რას აპირებს. დღვენადელ შეხვედრაზე შევთავაზე, რომ დღის წესრიგში დარჩეს ეს საკითხი,

თუ ხელისუფლებას სურს, რომ კოსმეტიკური ცვლილებები მიიღოს და მეორეხარისხოვან საკითხებზე იმსჯელონ ამ ჯგუფში, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეჭვი მაქვს, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც ვერ დაინახავენ აზრზს, რომ ამ ფასადური ცვლილებების ნაწილი გახდნენ.

თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მიიტაცოს ამომრჩევლების ხმები, იმით, რომ 73 მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილმა  დასვას პარლამენტში, ბუნებრივია, დანარჩენი ყველა ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ყველაზე ფუნდამენტურს და ეს არის სამართლიანი, თანაბარი საარჩევნო შესაძლებლობა ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის“,-  აღნიშნა თინა ბოკუჩავამ

მისი თქმით, პროპირციულ საარჩევნო სისტემაზე გადასცლის მოთხოვნით 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეგროვდა.

“დღეს ასევე 20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით შედის 300 ათასი  ჩვენი თანამოქალაქის ხელმოწერა, რომელიც სრულად ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, იმედი მაქვს, ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს და შევძლებთ ყველა, კონსესუსამდე მივიდეთ“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

სოციალისტი არა, ჩვენ ხალხი არ ვართ თანახმა, რომ სახელმწიფო წუნკალმა პარტიულმა ფუნქციონერებმა მართონ!!! მორატორიუმი, ხანგრძლივი მორატორიუმი საქართველოში ე.წ. პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე!!!
6 წლის უკან