ოქრუაშვილის უცნაური კომენტარი რობაქიძეზე:

ოქრუაშვილის უცნაური კომენტარი რობაქიძეზე: "მაგან 1-2 "ზახოდი" წამლის ფული იშოვა ჩემი ხსენებით"

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მაშინდელ შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა. ადგილზე ლიდერები ჯერ არ იყვნენ მისული, რობაქიძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოქრუაშვილის პარტიაში ვინც გაწევრიანდება “კრიმინალია”. მან ასევე თქვა, რომ განაახლებს ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს”, რითაც შეეწინააღმდეგება “კრიმინალების პოლიტიკაში დაბრუნებას”.

მას პასუხი გასცა ირაკლი ოქრუაშვილმა და განაცხადა:

"ჯერ ერთი, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, მანამდე მოსულიყო, თუ პრეტენზია ჰქონდა და იქ უნდოდა მოსვლა, დამლოდებოდა და როცა იქ მივიდოდი, მაშინ ჩაეტარებუნა ის მასკარადი, რაც იქ ჩაატარა. მე ბედნიერი ვარ, თუ საქართველოში ჩემი სახელის ხსენებით ვინმე, ბრჭყალებში, ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს, ფულს იშოვის.

გუშინ ამ ადამიანმა ერთ-ორი ზახოდი წამლის ფული იშოვა ჩემი ხსენებით და იქ იმ თეატრის ჩატარებით და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამდაგვარი სპექტაკლებით თუ უნდა რომ თავი ირჩინოს, მე თვითონვე მივეხმარები იქით, მაგრამ ყველამ იცის, ეს ადამიანი რას წარმოადგენს და მე მას ფულს არ გადავუხდი” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.