ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,, საჩხერის სამედიცინო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს "ჯორჯიან მანგანეზთან"და სადაზღვეო კომპანია "უნისონთან", შეისწავლის მათ ბენეფიციარების საჭიროებებს, არსებული პრობლემების აღმოასფხვრელად. ცენტრი მაღალკვალიფიციური პერსონალით ,გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებას და ხანგძლივი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს",- განაცხადა მიხეილ ქამუშაძე.