ნაცმოძრაობას რევოლუციის მოწყობის თავი სად აქვს

ნაცმოძრაობას რევოლუციის მოწყობის თავი სად აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე – გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან რევოლუციის გზით იყოს გაშვებული? - ასეთი პასუხი გასცა:

“ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ რევოლუციაზე, “ნაციონალები” პირველ რიგში. შეგიძლიათ ამოიღოთ 2016, 2017, 2018, 2019 წლების განცხადებები წინასაარჩევნოდ თუ პოსტსაარჩევნოდ. მუდმივად მიდის საუბრები რევოლუციაზე, თუმცა მათ რომ არ აქვთ არანაირი რევოლუციის თავი. ეს დადასტურდა ამ წლების განმავლობაში. მეორე მიზეზიცაა მნიშვნელოვანი - რაც ფიქსირდება განწყობა, ეს არის რეალური. ეს რომ არ იყოს, მაშინ ექნებოდათ რევოლუციის მოწყობის თავი. ეს პოლიტიკური ძალა დისკრედიტირებულია და მათი საარჩევნო განწყობის რესურსი შეზღუდულია. სწორედ ამიტომ ვერ აწყობენ ვერანაირ რევოლუციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.