„ერტეერზე

„ერტეერზე" გამოდიოდა კვიციანის მსგავსად და ამხელდა საქართველოს ომის დაწყებაშიის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილზე:

გამოდიოდა ოფიციალურ რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად , პუტინის პროპაგანდის წარმომადგენელი იყო ,- ეს განცხადება  „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, იგი ვერ ითანამშრომლებს ისეთ ადამიანთან, ვინც დადის მოსკოვში, ვინც მეგობრობს ყოფილ უშიშროების მინისტრ ხაბურძანიასთან და ვინც ოფიციალურად რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად გამოდიოდა.

,,ჩემი თანაგუნდელი ვერ იქნება ის ვინც დადის მოსკოვში, ვინც მეგობრობს ყოფილი უშიშროების მინისტრი რა გვარი იყო, ხაბურძანია, ოფიციალურ „ეფესბეს" რეზიდენტთან, ერთად იყვნენ იქ, ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათი დიალოგი საჯაროდ. ის გამოდიოდა ოფიციალურად რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად. აი ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ და არც ის არ მოელის ჩვენგან თანამშრომლობას., წითელი ძალების მიღმა მყოფ ძალებთან არ შეიძლება შეკვრა მარტო იმიტომ , რომ მთავრობა ძალიან ცუდია, უაღრესად ცუდია. ეს განგვასხვავებს ჩვენ ბევრი სხვისგან.. ჩვენ ამ პრინციპებს არ ვღალატობთ არასოდეს",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატმა ყურადღება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებიც გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა ,,დავით გარეჯთან" დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და მას ამაზრზენი უწოდა.

,,ახლახანს გააკეთა გარეჯზე რაღაც ამაზრზენი განცხადება, რომ მე რომ მინისტრი ვიყავიო დაურეკე ჩემს კოლეგას უთხარი, ეხლა ამას თუ არ მოაგვარებ 100 ათასი დევნილი გეყოლება გამოვყრით აზერბაიჯანელებსო, როგორი უპასუხისმგებლო მატყუარა უნდა იყო, რომ ესეთი განცხადება გააკეთო.ჯერ რა უფლება გაქ ილაპარაკო შენი მოქალაქეების სადმე გაყრაზე , მეორეც სწორედ ეგ ლაპარაკია რაც ჩვენს მტერს ხელს აძლევს , რომ ჩვენს შიგნით შუღლი და სიძულვილი დათესოს .აი ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ და არც ის არ მოელის ჩვენგან თანამშრომლობას",- ამბობს გიგა ბოკერია