პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის, ეკა ბესელიასა და დავით ჭიჭინაძის ახალი პოლიტიკური პარტიების წარმატება თანაბარზომადია.
მისივე თქმით, აღნიშნულმა პარტიებმა საზოგადოებას “ხარისხიანი პროდუქტი“, შესაძლოა, ვერ შესთავაზონ.
"დღეს ამომრჩეველს არსებული პოლიტიკური ბაზარი ღირსეულ არჩევანს ვერ სთავაზობს. ყველა პოლიტიკოსს პრეტენზია აქვს ხელი ამომრჩეველში აფათუროს, ანუ პოლიტიკური ელისტისგან დისტანცირებული ამომრჩეველი მოიზიდოს.
ის პროდუქტი, რომელსაც ახალი პოლიტიური პარტიები საზოგადოებას მიაწოდებენ, რამდენად ხარისხიანი იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ირაკლი ოქრუაშვილის, ეკა ბესელიასა და დავით ჭიჭინაძის პარტიები თანაბარზომადია, თუმცა ბევრი რამე რესურსების მობილიზებაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, თვადაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.