ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

2019 წლის 10 ივნისს შედგა შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარეს, გიორგი ძნელაძეს შორის.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭების და ქვეყანაში არსებული სამედიცინო მოდელიდან შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხს, ვინაიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელების, საჭიროებების ადეკვატურად შეფასების და შემდგომში, სახელმწიფო პროგრამებსა თუ სტრატეგიებში მათი ასახვის წინაპირობაა. შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისების ხარისხის მიწოდების და გაუმჯობესების საკითხებიც.

პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ყურადღებით მოისმინა შეხვედრაზე დასმული საკითხები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს სრული მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული საკითხებზე მუშაობაში, რათა მთავრობამ გადადგას დროული, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გამოწვევების დასაძლევად.

კოალიცია და მასში შემავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ყველა პროცესში იმისათვის, რომ მთავრობამ მოახდინოს აღნიშნული ვალდებულებების ხარისხიანად შესრულება და ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდას, რაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიაა.