ოქრუაშვილის ცოდვების სია

ოქრუაშვილის ცოდვების სია

უფლებადამცველი ლევან ლორთქიფანიძე ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ წერს:

"11 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილი თავისი მორიგი პარტიის დაფუძნების შესახებ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ ეს თავდაცვის ექს-მინისტრის დაარსებული მესამე პარტია იქნება. მესამე პარტიას კი არ გამოიცვლის მხოლოდ, მესამე პარტიას დააარსებს. ჯერ ეკა ბესელიასთან ერთად “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ჩამოაყალიბა, შემდეგ კი ეროსი კიწმარიშვილთან, სოზარ სუბართან და გაჩეჩილაძეებთან ერთად “ქართული პარტიის” მოწინავე წევრი გახლდათ.

სრულიად სამარცხვინო წარსულის კაცი მესამეჯერ პარტიას კი არ უნდა აარსებდეს, ჩუმად უნდა იყოს და საზოგადოებაში გამოსვლის უნდა რცხვენოდეს.

- “ვარდების რევოლუციის” შემდგომ, პირველსავე ზაფხულს (2004) ბ-ნმა ირაკლიმ სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების შემოტევებს საშინელი ცეცხლითა და აგრესიით უპასუხა, აქაოდა საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, ეგებ ცხინვალამდე ტანკებით შევგრუხუნდეთო … შედეგად, ოცამდე ჯარისკაცის სიცოცხლე

დავკარგეთ, რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი ჩამოგვართვეს და ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ წინ.

- ბუტა რობაქიძის ქუჩაში დახვრეტის დროს ის გახლდათ შს მინისტრი.

- 2006 წელს, ტყვიაველმა სოლომონ ბრძენმა მთელს საქართველოს პირობა მისცა, რომ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ყველანი ცხინვალში აღვნიშნავდით ცხადია, ცხინვალში არაფერი აღგვინიშნავს. კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე სამინისტროსა და მოლაპარაკებებში ჩართულ ქართველებს კი სახელი

გაუტყდათ და ოქრუაშვილის მინისტრობამდე სიმწრით განხორციელებული ყველა პროექტი, ნდობის აღდგენის ყველა მცდელობა წყალში ჩაეყარათ.

- 2007 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის ხელისუფლება კორუფციაში, ბადრისა და ჟვანიას მოკვლის მცდელობებში, ძალაუფლების უზურპაციასა და ათას საშინელებაში ამხილა. დაიჭირეს თუ არა ყველაფერი უარყო, თავი მატყუარად, სამშობლოს მოღალატედ და პროვოკატორად გამოაცხადა, გაიქცა პარიზში და

ისევ ძველ ჩვენებას დაუბრუნდა. უბედურება ის არის, რომ ვინც ენით აღუწერელი ტანჯვით დაემუქრა, მისი პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაში იყო ფეხებამდე გადაშვებული.

- საადვოკატო პრაქტიკისა და სამთავრობო პოსტებზე მუშაობის გამოცდილების მქონე კაცი ათი წელი პარიზში უზრუნველად ცხოვრობდა? უცნობია, სად მუშაობდა, როგორ მუშაობდა, უძვირეს ქალაქში როგორ გაჰქონდა თავი. დრეიფუსის ადვოკატი არ ყოფილა. მინისტრობის დროს ხელფასიდან დანაზოგი გააკეთა და იმითი იცხოვრა ათი წელი ევროპის გულში მთელს ოჯახთან ერთად?

- 2011 წელს მთელს საქართველოს რევოლუციისა და აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდა, ხალხს შემოუთვალა თქვენ დაიწყეთ და მეც ჩამოვალ, თუნდაც დამაპატიმრონო. მის ნაცვლად თვითფრინავმა თბილისში პალტო და “ბეზრუკავკა” (უსახელო ჯემპრი) ჩამოიტანა.

ირაკლი ოქრუაშვილი არის საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, რომელსაც არაერთხელ მოუტყუებია ქართველი ხალხი; რომელიც ცნობილია თავისი მერყევი პოზიციითა და ორპირობით; რომლის სიტყვის ფასი ნულს უტოლდება" – წერს ლორთქიფანიძე.

thrgg@yahoo.com ამის გამოსწორებას ახლის გაკეთება სჯობია, აბა ეს არის ნაძირალა,, თან ამნეზია სჭირს, დაავიწყდა ალბათ ამისი მარჯვენა ხელები ბევრი ფულის გაფლანგვაზე გაქცეულები რომ არიან, თან ნათესავები.ასეული მილიონობით ფული რომ აქვს შეჭმული ამ გაღატაკებულ ქვეყანაში და უამრავი სისაძაგლე რომ აქვს ჩადენილი, უკანონო დაჭერები, ხალხის დაყაჩაღება ბიზნესის ჭართმევა და ასე შემდეგ. ჩაჯდეს ციხეში ერთი ათი თხუთმეტი წელი და მერე ვილაპარაკოთ პოლიტიკაძე, ეს ნაგავი ესა...
6 წლის უკან