2020 წელს, მაჟორიტარული სისტემის გათვალისწინებითაც, „ოცნებამ“ არ უნდა აიღოს 40%-ზე მეტი,

2020 წელს, მაჟორიტარული სისტემის გათვალისწინებითაც, „ოცნებამ“ არ უნდა აიღოს 40%-ზე მეტი,

როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რომელ პარტიებს აქვს შანსი გადალახონ  3%-იანი ბარეირი? პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან დაახლოებით 4-5 პარტიას აქვს შანსი მოხვდეს მომავალ პარლამენტში.

„დღეს ნაადრევია რაიმე პროგნოზის გაკეთება, რადგან უამრავი პროცესი მიმდინარეობს, იქმნება ახალი პარტიები და ეს პროცესი ალაბთ გაგრძელდება. ანუ, სრული კონფიგურაცია ჩამოყალიბებელი არ არის და ეს მოსალოდნელია მხოლოდ არჩევნებმადე  6 თვით ადრე.

„დღეის გადასახედიდან კი მომავალ პარლამენტში  სავარაუდოდ უნდა მოხვდებს „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, შეიძლება ბარიერი გადალახოს „ლეიბორისტულმა პარტიამ“, დანარჩენზე ლაპარაკი ამ  დროისთვის ძნელია.

„მაჟორიტარული სისტემის გათვალისწინებითაც, „ოცნებამ“ არ უნდა აიღოს 40%-ზე  მეტი, ეს იქნება მაქსიმუმი. 60 %-ი  კი იქნება გასანაწილებელი.  სავარაუდოდ 16-17%-ს აიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, 7-8%-ს „ევროპული საქართველო“ 4-5%-ის ფარგლებში  იქნება „პატრიოტთა ალიანსი“ და  3-4%-ის  ფარგლებში „ლეიბორისტები“.  კიდევ ვიმეორებ, ეს არის სავარაუდო შანსები და თანაც დღეის მდგომარეობით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.