ახალი პარტიები არჩევნებში ჯამში 1 %-ს აიღებენ

ახალი პარტიები არჩევნებში ჯამში 1 %-ს აიღებენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალი პარტიები, რომლებიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქმნებიან, ყველა ერთად 1%-ს მიიღებს.

"თითო ახალი პარტია ყოველდღიურად იქმნება. უკვე 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში და მომავალი არჩევნების ბოლომდე ალბათ, 500-მდე გაიზრდება.

ამ ახალ 50 პარტიას ალბათ, შეეძლება ჯამში 1%-ის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია. საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც გაისად უკვე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოციალისტი პოლიტიკურინპარტიები კი არა ის.... არ გინდათ კიდევ?! ესენი არიან კოსმოსში პოლიტიკური პლანეტის ირგვლივ მბრუნავი პოლიტიკური ნარჩენები (თუ გინდა ნაგავი დაარქვით) რომლებიც ხან ერთდებიან, ხან ეჯახებიან და იშლებიან, ხანაც ატმოსფეროში შემოდიან და დაცემამდე იწვიან-ორთქლდებიან! გადააშენეთ აქედან!
6 წლის უკან