აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებს და რუსეთს 2008 წლის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება საელჩოს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს ეგრედ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.