სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ, მაინც არაფერი არ ეშველებათ

სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ, მაინც არაფერი არ ეშველებათ

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებაში" დაანონსებულ საკადრო ცვლილელებს ეხმაურება და ამბობს, რომ არ შეიძლება, პარტიის განახლება HR-ის გადაწყვეტილებებით მოხდეს.

„ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე რომ, ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიდიხარ. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება. უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, პირველ რიგში და ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას.

კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. კი ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, კაბინეტებზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა. მთლად HR ჩამოაყალიბეს, ანუ მაია მიმინოშვილი, რომლის კვალიფიკაციას მე პატივს ვცემ, ჩემი კლასელია მაია და აიყვანეს HR-ად. პარტიის HR რა უბედურებაა, ერთი ამიხსენით. კობახიძეც უკვე, მგონი, ძველ გვარდიად თვლის თავის თავს და იმასაც კი გვიცხადებს, რომ ომამდე ტანკისტი და ყველაფერი თვითონ უნდათ დაიბრალონ ამათ, რომელიც მერე გამოიჩეკნენ საერთოდ. იქ თავების მარხვა დაიწყება, როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, სანამ გამოუწერენ პარტიის წიგნებს ვინმეს, მანამდე დამარხავენ" - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

 

Maverick ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებაში" დაანონსებულ საკადრო ცვლილელებს ეხმაურება.

მაგი ექსპერტი კი არა ცოცხალი სპამია.
უკაცრავად, ადრე იტყოდნენ, იყო ასეთი თქმა “ტრიპერივით აეკიდა”! ჰოდა, ასყავს აკიდებული ყველა ქოცს...
ერიდეთ! ვირუსებს შეგყრით!
6 წლის უკან
სოციალისტი ფუი ეშმაკს!!! რომ წერ უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგიო, როდინდელს გულისხმობ, როდის იყო, რომ ახლა აღდგეს?!
6 წლის უკან
amo ეს კაცი დესტრუქციულია და მისი მსჯელობა ბრიყვებისთვისაა (მისი აზრით უმრავლესობისთვის არის) განკუთვნილი. თითქოს ჩვენ მართლა დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და კონსტიტუციით უნდა ვიხემძღვანელოთ. ახურებს და უხარია. ტყვია უნდა ასეთს შუბლში.
6 წლის უკან