„სარალიძეს ლაპარაკი არ აცალეს... გაწირეს და ახლა შეურაცხყოფას აყენებენ“,

„სარალიძეს ლაპარაკი არ აცალეს... გაწირეს და ახლა შეურაცხყოფას აყენებენ“,

„რა მნიშვნელობა აქვს კერძო ტელევიზიაა თუ არა, რა უფლება აქვს? გვარამიას ასე მოქცევის უფლებას ქვეყენა რომ აძლევს, ჩემთვის ეს უფროა ტრაგედია, თორემ გვარამია ვინ არის და რას წარმოადგენს, კარგად ვიცი," - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ზაზა სარალიძის ემოციურ გამოსვლას.

მისი თქმით, „რუსთავი 2" ადამიანის სიცოცხლით და ტრაგედიით მანიპულირებს, რაზეც, როგორც ტელეკომპანიას, ასევე მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვრამიას პასუხი უნდა მოეთხოვოს.

„სარალიძეს ჯერ თვითონ „ნაცები" შემოესივნენ. კარგად ვნახეთ, რაც რუსთაველზე ხდებოდა - მთელი მკვლელების ხროვა თავს ეხვია, დააბნიეს და ახლა აქეთ დაუწყეს შეტევა. რამაც სარალიძე ამ ზომამდე მიიყვანა, სწორედ გვარამიას მოქმედებების გამო მოხდა.

„მანამდე, ვაკის პარკში ვნახე ბატონი ზაზა. ვუთხარი, „არ გამოვრიცხავ, როცა დასჭირდებათ, შესაძლოა თქვენი ლიკვიდაციაც კი მოახდინონ. თუ მათ საქმეეებს დასჭირდება, გაგიმეტებენ და გაგიწირავე-მეთქი". ზუსტად ასე მოხდა - გაწირეს და ახლა შეურსცხყოფას აყენებენ.

„გვარამია ემუქრებოდა, გაჩვენებთ ვინ არის ნამდვილი სარალიძეო. ყველანაირ ზღვარს გადადიან, ნამდვილად აღარ დაინდეს ეს ადამიანი. ამ ყველაფერმა სარალიძე საერთოდ მწყობრიდან გამოიყვანა. ადამიანის სიცოცხლით და ადამიანის ტრაგედიით ასეთი მანიპულირება, რასაც „რუსთავი 2" კადრულობს, რაც გუშინ ამ გაუბედურებულ ადამიანის მიმართ მათ ჩაიდინეს, ამ საშინელ ქმედებების გამო აუცილებლად დაისჯებიან," - აღნიშნა მან.

მეტრეველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სარალიძეს დეტალურად სურდა ამბის მოყოლა, გადაცემის წამყვანებმა არ მისცეს ნება ელაპარაკა, რაც მისი გაღიზიანების მიზეზი გახდა.

„სარალიძემ გვარამიას უთხრა, რომ თავად მივიდოდა და ისაუბრებდა. ხოლო გვარამია საუბარს არ აცდიდა. ადამიანს უნდოდა თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოეყოლა, რა იყო და როგორ, მაგრამ ამათ არ დააცადეს, დასეულები იყვნენ. საბოლოოდ, ძალიან მძიმე იყო, რაც ვნახე. ამათგან აღარაფერი მიკვირს," - განაცხადა ია მეტრეველმა.

გუშინ ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის „განსხვავებული აქცენტებში" ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იყო სტუმრად. გადაცემა სკანდალურად დასრულდა - საკმაოდ ემოციური გამოსვლის შემდეგ, სარალიძემ სტუდია დატოვა.