ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვერავინ მიხილავს 

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვერავინ მიხილავს 

“ქართული ოცნების“  დეპუტატი ნუკრი ქანთარია  2020 წლის საპარლამენტო სიაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს. როგორც დეპუტატი ”2020NEWS“-თან აცხადებს, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო სიაში ახალი სახეების შეყვანაზე ფიქრობს.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა 2020 წლის შემდეგ ქანთარია ოპოზიციაში წავიდეს, დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნული გამორიცხულია.

„მმართველი პარტიის დატოვებას არ ვაპირებ, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვერავინ მიხილავს. რაც შეეხება თვით საპარლამენტო სიას, შესაძლოა, ორი ვადის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სხვა კადრების გამოჩენაზე იფიქროს, რის აუცილებლობას პირადად ვერ ვხედავ. თუ პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება და სიტუაცია დაიძაბება, ჩავთვლი, რომ  პარლამენტში ახალი სახეების გამოჩენა აუცილებელი იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებაში“ პარტიულ დონეზე საკადრო ცვლილებების განხორციელება იგეგმება.