“როგორ ახერხებთ ქალბატონო ლონდა, ზურაბ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ და “ქართულ ოცნებაშიც?!“

“როგორ ახერხებთ ქალბატონო ლონდა, ზურაბ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ და “ქართულ ოცნებაშიც?!“

“როგორ ახერხებთ ზურაბ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ და “ქართულ ოცნებაშიც?!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს ლონდა თოლორაიას.

ლევან გოგიჩაიშვილი დასძენს, რომ ლონდა თოლორაია სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთი საყვარელი დამწყები პროკურორი იყო. შესაბამისად, “ქართული ოცნებისთვის“ უხერხული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ.

“გვახსოვს, 14 წლამდე ბავშვებს ციხეში უშვებდა ხელისუფლება და დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაში გხედავთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ასე მარტივად შეიძლება გახდეთ ინსპექტორი?! ის ადამიანი, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილის ერთ-ერთი საყვარელი დამწყები პროკურორი, მათი რეჟიმისთვის იმედის მომცემი“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ლონდა თოლორაიას.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.

“გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ. ჩვენ ავირჩევთ ღირსეულ კანდიდატს. თუ რაიმე კონკრეტულზე საუბრობთ, ფაქტები წარმოადგინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის დისკრედიტაციას ახდენთ“,- განაცხადა ანრი ოხანავილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს უსმენენ.

Maverick ვიდი კანფიდატურაა ეგ ქ-ნი ლონდა და რატომ უსმენს მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის სმპლუაში?
6 წლის უკან