“ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე სამომავლო პოლიტიკური გეგემების შესახებ ინფორმაციას ხვალ გაასაჯაროებს. ამის შესახებ სანიკიძემ “2020NEWS”-თან განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა სანიკიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში, გვაპასუხობს:
"დაველოდით ხვალიდელ დღეს. არ არის ეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტია. ხვალ გეტყვით ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ. ხვალ პლანეტები ლაგდება და ყველაფერს გეტყვით ხვალ“, - გვითხრა სანიკიძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხვალ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას დააფუძნებს.