„ეს ქმედება სასიკვდილო ცოდვაა, ღმერთი დაგვსჯის ამის გამო“

„ეს ქმედება სასიკვდილო ცოდვაა, ღმერთი დაგვსჯის ამის გამო“

დეკანოზი დავით ქვლივიძე 18-24 ივნისს დაგეგმილ „თბილისი პრაიდს" ეხმაურება და აცხადებს, რომ პრაიდი არ უნდა გაიმართოს.

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზიც ეს იყო. სოდომი და გომორი ამის გამო დაიწყო და დღეს ამის მაგალითი მკვდარი ზღვაა.

ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. რომის იმპერია ამის გამო დაინგრა, ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაემხო. წარმოდიგინეთ, რა მოუვა საქართველოს, პატარა ქვეყანას, მსგავსი რამ რომ მოხდეს. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო. ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ვხედავთ ნათლად, რა დღეშია ქვეყანა, თავის დაცვის უნარი არ გააჩნია. ჯარი ჩვენ არ გვყავს, არაფერი ჩვენ არ გყვავს, ერთადერთი, ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაცა ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპრისპირონ," - განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში".