კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ ასეთი ამღალი ნდობა გამოგვიცხადა - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო მიმართლებებზე. ეს პასუხისმგებლობა,რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერია ჩვენთვის, მოტივაცია,რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო, თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, არჩევნების შემდეგ იქნება აუცილებლად გამოყენებული, რომ კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში.
ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯება რეგიონებში, თითოეული დეპუტატი ,მაჟორიტარი ,მთავრობის წევრები ჩვენ ერთად განვახორციელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან რეგიონებშიც და გადავჭრით ყველა იმ საკითხს,რაზეც შუალედური არჩევნებისას კიდევ ერთხელ იყო საუბარი .
როგორც იცით ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე,ასევე დაწყებულია კონსულტაციები ,რაც ბუნებრივია 2020 წლისთვის მოგვცემს იმას ,რომ ქართული ოცნება განახლებული პოლიტიკური გუნდით და პროგრამით წარსდგება საზოგადოების წინაშე.
თითოეული ჩვენი თანაგუნდელი რა თქმა უნდა თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში და ასევე უნდა გითხრათ რომ ჩვენ 2020 წლისთვის კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით.
ჩვენი პოლიტიკური პროგრამის მომავალ პრიორიტეტებზე უკვე გარკვეული მეტი ნაწილი პრემიერ მინისტრმა და ჩვენმა გუნდმა განაცხადა .რა თქმა უნდა ჩვენი ახალი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება განათლების რეფორმა . ის დანახარჯები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ რომ ჩავდოთ ამ მიმართულებით ეს არის ბიუჯეტის 25 % . ასევე, უკვე გაცხადებულია და ესეც იქნება მომავალი პოლიტიკური პროგრამის ნაწილი , რომ რეგიონული საკითხების , რეგიონალური ინფრასტრუქტურის განახლება, მეტი ინვესტიცია რეგიონებში, რაც შეეხება დანარჩენ პრიორიტეტებს მე გარწმუნებთ , რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება აქცენტები გაკეთებული ჩვენს მიერ პროგრამაში. თუ როგორი იქნება პოლიტიკური პროგრამა ამას საზოგადოება ნახავს თავის დროზე.
როგორც იცით უკვე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა უკვე ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რომელიც 2020-ვის მოგვცემს იმას , რომ ქართული ოცნება განახლებული პოლიტიკური და განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკური პროცესში და ასევე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხდებით. ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები ყველგან სადაც ჩატარდა, მე მინდა კიდევ ჩვენს თანაგუნდელებს, თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში მადლობა გადავუხადო. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნეთ ისევ ძალიან აქტიურ ტემპს და კომუნიკაციას საზოგადოებასთან როგორც ეს იყო წინა საარჩევნო პერიოდში და ძალიან ბევრ საკითხს უმოკლეს დროში გადავუჭრით პრობლემებს ჩვენს თანამოქალაქეებს, რაზეც მათგან მივიღეთ რა თქმა უნდა შესაბამისი უკუკავშირი ამ კამპანიის ფარგლებში. ჩვენ წინასწარ ვთქვით რომ ოპოზიციის მიზანი უშუალოდ არჩევნების დასრულებამდეც უკვე იყო ამ არჩევნების დისკრედიტაცია იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ რომ მარცხდებოდნენ არჩევნებში და სწორედ ამ მეთოდებით ცდილობდნენ წინასწარ როგორმე თავი ემართლებინათ , უეჭველი მარცხის შემყურე იყვნენ რეალურად და ბოლოს გამოჩნდა ის რომ მათ რეალურად თავის ამომრჩევლებს ის კი არ უთხრეს ის რატომ დამარცხდნენ.." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.