"ნაცპათოლოგებმა გაანადგურეს ენუქიძე და ვაზაგაშვილი და ახლა სარალიძის განადურება სცადეს”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ვინც ზაზა სარალიძის ემოციურ გამოსვლას მოუსმინა, კარგად მიხვდება, ვის გულისხმობდა, როცა ამბობდა, არავინ დამენახოს. ვინც იტყვის, რაღა დროს გირგვლიანიაო, ესე იგი, წლების შემდეგ ჩემზეც უნდა თქვან, რაღა დროს სარალიძეაო?!

სააკაშვილმა თქვა, რაღა დროს გირგვლიანიაო და მისმა სექტამ გამოაცხადა ზაზა სარალიძე მოღალატედ!

რატომ არის შვილმოკლული მამა მოღალატე, რომელიც ბოლომდე იბრძვის შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასასჯელად?! მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერის საშუალება არ მისცა ამ მწამებელთა სექტას?!

დიახ, ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს რობაქიძეც, გირგვლიანიც, ვაზაგაშვილიც, გამცემლიძეც, სარალიძეც, დადუნაშვილიც და ყველა ის მოკლული ახალგაზრდა, ვინც სისტემამ შეიწირა ან/და ვისი მკვლელობის მიჩქმალვაც სისტემამ სცადა.

ნაცპათოლოგებმა გაანადგურეს ირინა ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი და ახლა ზაზა სარალიძის განადურება სცადეს", - წერს ჟურნალისტი.