“ვისაც “რუსთავი 2-ის“ ეთერის მერე ზაზა სარალიძეზე ღლიცინი შეგიძლიათ,ხართ უბინძურესი მოსეირე ქოცები“

“ვისაც “რუსთავი 2-ის“ ეთერის მერე ზაზა სარალიძეზე ღლიცინი შეგიძლიათ,ხართ უბინძურესი მოსეირე ქოცები“

“რუსთავი 2-ის“ უმძიმესი ეთერის მერე ზაზა სარალიძეზე ღლიცინი შეგიძლიათ,ხართ უბინძურესი მოსეირე ქოცები , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქრონიკა+“ რედაქტორი ელისო კილაძე წერს და გადაცემა „კვირის აქცენტებში ზაზა სარალიძის ემოციურ განცხადებებს ეხმაურება.

“ყველას,ვისაც “რუსთავი 2-ის“ უმძიმესი ეთერის მერე ზაზა სარალიძეზე ღლიცინი შეგიძლიათ,ხართ უბინძურესი მოსეირე ქოცები !

მესამე საათია ვზივარ ერთ ადგილას და პირველად არ ვიცი,რა უნდა მოვიმოქმედო !”, - წერს კილაძე.

  შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ტელეკომპანია “რუსთავი“ ეთერში მწვავე და ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით იგი სამართლიანობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და თუკი ვინმე წინ გადაუდგება ყველას მოკლავს.

სარალიძემ ასევე მოუწოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ მისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებებას არ შეეცადონ.