ზაზა სარალიძე განმარტავს, რატომ ჩამოშორდა ზვიად კუპრავას სექტემბრის შემდეგ

ზაზა სარალიძე განმარტავს, რატომ ჩამოშორდა ზვიად კუპრავას სექტემბრის შემდეგ

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ზვიად კუპრავა, რომელიც გასულ წელს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სარალიძესთან ერთად გამოდიოდა სპეციალურად გაარიდეს აქციებს.

„ერთი ვიცით, რომ სპეციალურად დაიჭირეს ჩემგან რომ განერიდებინა. ეს იყო ყველაფერი გათვლილი. ვინ გათვალა არ ვიცი, პოლიციამ დაიჭირა თუ სპეცრაზმმა. არ ვიცი ეს ალბათ დადგინდება“, - აცხადებს სარალიძე.

ზაფხულის აქციების შემდეგ, ზაზა სარალიძესთან ერთად აღარ გამოდიოდა ზვიად კუპრავა. სარალიძე ამბობს, რომ მათ შორის წყენას ადგილი არ ჰქონდა, თუმცა მის მიმართ კითხვები აწუხებს.

„ძალიან ცუდი იცით რა არის, ვერ მივხვდი ვერანაირად, რატომ არ დავიკითხე ზვიადის პროცესზე, პირველ პროცესზე. აი თეფშის თემაზე. ჩვენება მიცემული მაქვს. ერთი ორი თვის წინ დამიკავშირდა ადვოკატი და თუ მოხვალ პროცესზეო. აღარ დამირეკა ამის მერე“, - განმარტავს "რუსთავი 2-ის“ ეთერში სარალიძე.

სარალიძის თქმით, მას შემდეგ რაც კუპრავა ციხეში ჩაჯდა, მათ შორის კონტაქტი არ ყოფილა.