ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის განვითარების პროგრამით, სადარბაზოების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. აღმაშენებლის 111-ში სადარბაზოს შიდა რემონტის დასრულებულ სამუშაოს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი სამუშაოები, პარალელურად, კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს და მას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.