თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა - ზარდიაშვილი საპენსიო რეფორმაზე

თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა - ზარდიაშვილი საპენსიო რეფორმაზე

,,ეს ფონდი საიმედოა, რადგან მის უკან დგას სახელმწიფო. ამდენად, თუ სახელმწიფოს ენდობი, მაშინ საპენსიო ფონდსაც უნდა ენდო, ხოლო, თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა." -  საპენსიო რეფორმის შესახებ დავით ზარდიაშვილი საუბრობს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემას ალტერნატივა არ აქვს. ზარდიაშვილი წარსულის გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ წლების წინ სახელმწიფო არასტაბილური იყო, ამიტომ დაგროვებით საპენსიო სქემაზე გადასვლა ვერ მოხერხდებოდა. „შევარდნაძის დროსაც იყო ამის მცდელობა, იმ პერიოდში სოციალური გადასახადი შემოიღეს, რომ ამით პენსიები დაფინანსებულიყო. ეს იყო წინარე ნაბიჯი და ამას უნდა მოჰყოლოდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ძალიან სუსტი სახელმწიფო გვქონდა, კორუფცია ჭამდა და ხრავდა ყველაფერს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება მაშინდელი და ახლანდელი საქართველო. სხვათა შორის, სააკაშვილსაც შეეძლო ეს გაეკეთებინა, რადგან სტაბილიზაციას მან ასე თუ ისე მიაღწია, მაგრამ სააკაშვილმა არ ისურვა ამის გაკეთება ვითომცდა ფსევდოლიბერალური ეკონომიკის გამო. ამით დრო გაიფლანგა და დაიკარგა.ახლა რაც გვაქვს, ამას პენსიაც არ ჰქვია, ეს არის სოციალური დახმარება მოხუცებულობის გამო. ამით ვერ იცხოვრებ, ძალიან ბევრი ადამიანი პენსიის გარდა არანაირ სხვა შემოსავალს არ ფლობს და მძიმე დღეშია". ანალიტიკოსი პირად გამოცდილებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა მისთვის ნებაყოფლობითია, სქემაში რჩება და დაგროვებას განაგრძობს. მისივე განმარტებით, საპენსიო ფონდს ახალგაზრდებისთვის გაცილებით მეტი ეფექტი ექნება.  

უ ც ხ ო :
კი, ბატონო, შეიძლება ძალიანაც კარგი რამ გადმოიღეს დასავლეთიდან, მაგრამ რატომ არის გასაკვირი, რომ ხალხი არ ენდობა მთავრობას?!
ნდობას დამსახურება უნდა და როდის დაიმსახურა ნდობა საქართველოს მთავრობამ?
ხალხმა მთელი ცხოვრების ნაგროვები და უკანასკნელი დღისთვის ბანკში შენახული ფული რომ ხელიადან გამოაცალეს და მშრალზე დატოვეს, დავიწყებული ექნება უკვე?!
შევარდნაძის მოწოდებით, რაც რამ გაგაჩნიათ, ბანკებში შეიტანეთ და მე ვარ გარანტი, რომ დიდი მოგებით დაგიბრუნდებათო!... - ხალხმა სახლ-კარი გაყიდა ამ ნდობის გამო, შეიტანა ეს ფულიც და ის ბანკები ისე აორთქლდნენ, როგორც დილის ნისლი... - არ ეხსომება ხალხს?!
სააკაშვილის ტყუილი დაპირებები არ ეხსომება ხალხს თუ ბიძინასი?!
რატომ უნდა ენდონ, რა საფუძველი აქვთ, რომ ისევ არ გადააგდებენ, ხვალ რომ მთავრობა შეიცვალოს? ვერ ეტყვის ის ახალი მთავრობა (სიტყვაზე) - ვისაც ენდეთ, იმას მოჰკითხეთ, მე მაგრად მკიდია იმათი დაპირებებიო?!
ამაშია საქმე!
4 წლის უკან