პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

კამათი იყო საკანონმდებლო ორგანოში. სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის. მოგვიანებით კი კამათში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე.

დეპუტატები მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს. დაპირისპირება ოთახშიც გაგრძელდა, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.