ფოთელმა 18 წლის არჩილ გვასალიამ, ამერიკელი კლასელები ქართულად აამღერა (ვიდეო)

ფოთელმა 18 წლის არჩილ გვასალიამ, ამერიკელი კლასელები ქართულად აამღერა (ვიდეო)

ოჰაიოს შტატის ერთერთი წამყვანი სკოლის გუნდმა არჩილთან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. არჩილ გვასალია ამერიკაში FLEX-ის ლიდერთა გაცვლითი პოგრამის ფარგლებში, დაახლოებით ერთი წელია რაც იმყოფება. ის წარმატებული მოსწავლეა, მან სასწავლო წელი უმაღლესი ქულებით დაასრულა. როგორც არჩილის დედა ჰყვება, ამერიკელებს იმდენად შეაყვარა საქართველო, რომ დიდი სურვილი აქვთ აქ ჩამოვიდნენ და ქართულ კულტურას თავად გაეცნონ.

„ვიდეო, სადაც არჩილი კლასელებთან ერთად საქართველოს ჰიმნს ასრულებს, მისმა ამერიკელმა დედობილმა გამომიგზავნა.ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და ძალიან გამიხარდა. არჩილმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველო გაეცნო ამერიკელი ხალხისთვის. აქედან მიჰქონდა ვიდეო მასალა, მოაწყო პრეზენტაციები. სიმღერითა და ცეკვით მათ ქართული სამყარო დაანახა. ადგილობრივები იმდენად დაინტერესდნენ,რომ ამბობენ აუცილებლად ჩამოვალთ საქართველოში და უფრო კარგად გავიცნობთ ქართველ ხალხსო. რაც შეეხება სკოლის გუნდთან შესრულებულ საქართველოს ჰიმნს, ეს იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც მან ამერიკის ჰიმნი შეასრულა. უთხრეს, ახლა ჩვენ ვიმღერებთ თქვენს ჰიმნსო და ერთობლივად მოამზადეს ყველაფერი. თანაც სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებკლობის 101-ე წლისთავს. გუნდს აქვს ძალიან დიდი სურვილი, იმღეროს საქართველოში. ვნახოთ, ღმერთმა ქნას მომავალ დამოუკიდებლობის დღეს ჩამოვიდნენ და აქ შეასრულონ საქართველოს ჰიმნი“_ განაცხადა არჩილ გვასალიას დედამ ნონა ხუხიამ.